სვანური

როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო რძე?

დღეს, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რას მოიხმარს ყოველდღიურად და არის თუ არა პროდუქცია ნატურალური, რძის არჩევა უბრალოდ კვების საკითხი კი არა, ცხოვრების ჯანსაღი სტილის ნაწილია. 

ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ ადამიანებს რძის ნაწარმისადმი ნდობა შეურყია და არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაურთულა. კომპანია სვანურს რძის წარმოების 20-წლიანი გამოცდილება აქვს და მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას  ნდობა დაუბრუნოს და ნატურალური რძის პროდუქტები შესთავაზოს. 

რძის წარმოება საქართველოში

რძის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რძის გადამუშავება ათასწლეულების წინ დაიწყო. სოფლებში დღესაც ინარჩუნებენ ტრადიციულ რძის დამზადების წესებს — რძის მოპოვება ხელით, დუღილი, გაცრა და გადამუშავება იმ ტექნიკით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 

საბჭოთა პერიოდში რძის ინდუსტრია მასობრივად განვითარდა — შეიქმნა რძის გადამმუშავებელი ქარხნები, გაიზარდა წარმოება, თუმცა პროდუქტის ხარისხი   ყოველთვის სათანადო არ იყო. დღეს, როცა მომხმარებელი სულ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და  ინფორმაციაც მეტი აქვს იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნებს უნდა უყენებდეს პროდუქტს, რძის წარმოების საკითხმაც სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ხარისხის კონტროლი, ნატურალურობის დაცვა და ეტიკეტზე სრული ინფორმაციის მოწოდება ის აუცილებელი ელემენტებია, რომლებსაც მომხმარებელი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისგან მოითხოვს.

რძის დადებითი თვისებები

რძის ისტორია ჩვენში ღრმად არის ფესვგადგმული. საუკუნეთა განმავლობაში, რძეს ქართულ ოჯახში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა — თბილი რძე  უზმოზე დასალევად, კარაქი საუზმისთვის და რა თქმა უნდა, იმერული ყველი ხაჭაპურისთვის. ბევრისთვის სოფლის რძე ბავშვობასთან ასოცირდება — დილით თუ საღამოს ჭიქა თბილი რძე და დედის ხმა:  ‘დროზე დალიე, გაცივდება!’ სწორედ ამ მოგონებების გაგრძელებაა ის ტრადიცია, რომელსაც ქართული რძის კულტურა დღემდე ინარჩუნებს.

დღეს უკვე კარგად ვიცით, რომ რძე არა მარტო ტრადიციების გათვალისწინებით, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც უნიკალურია. იგი მდიდარია კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლების სიძლიერისთვის და შეიცავს ცილებს, რაც მნიშვნელოვანია ზრდისა და აღდგენითი პროცესებისთვის. გარდა ამისა, რძე შეიცავს იმუნური სისტემის გასამაგრებელ B ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორს, კალიუმს და D ვიტამინს.

რძე განსაკუთრებით სასარგებლოა როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე ხანდაზმულთათვის. ბავშვებში იგი ძვლოვანი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ხანდაზმულებში კი აჩერებს ძვლოვანი ქსოვილის დაშლის პროცესს. ასევე ძალიან სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის, რადგან საჭირო მინერალებისა და ვიტამინების ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.

ყოველდღიურობაში რძეს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ბავშვის ფაფისთვის რძე შეუცვლელია, რადგან ენერგიის კარგი წყაროა, ასევე, იდეალურია ყავასა და ჩაიში ჩასამატებლად, კულინარიაში კი თითქმის ყველა ტკბილეულისა და ცომეულის შემადგენელი ნაწილია. რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებასაც.

როგორშევარჩიოთნატურალურიდასანდორძე?

დღეს, როდესაც ბაზარზე მრავლადაა სხვადასხვა მწარმოებლის რძის პროდუქტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენისას.

შეფუთვადაეტიკეტი — ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტს ჰქონდეს მკაფიოდ მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • ნაწარმის სრული დასახელება (მაგალითად: პასტერიზებული  რძე);
  • ცხიმიანობა (%);
  • წარმოების თარიღი და ვადა;
  • შენახვის პირობები;
  • მწარმოებლის სახელი და მისამართი;

მხოლოდ სწორად შერჩეული რძეა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. რადგან რძე და მისგან წარმოებული პროდუქტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, აუცილებელია ვენდობოდეთ კომპანიას, რომელიც გვთავაზობს სუფთა, ნატურალურ პროდუქტს და მის გამჭვირვალე წარმოებას. „სვანური“ უკვე 20 წელია ხარისხიან და მაღალი კვებითი ღირებულების რძის პროდუქტს ქმნის. კომპანიის საწარმო თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის დანადგარებითაა აღჭურვილი. „სვანურის“ მიზანია არა მხოლოდ რძის პროდუქტის გაყიდვა, არამედ ნდობის აღდგენა და მომხმარებლისთვის საუკეთესო რძის პროდუქტის შეთავაზება. შევარჩიოთ რძე დაკვირვებით – ჩვენი და ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობას სწორედ სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტის შერჩევა უზრუნველყოფს.