სვანური

ხაჭო – საუკეთესო არჩევანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

კვება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან, ამიტომ, ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რას ვჭამთ. ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტია და თავისუფლად შეგვიძლია დავამატოთ ყოველდღიურ კვებაში, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ხაჭო, რათა მისგან მაქსიმალური  სარგებელი მივიღოთ. კომპანია „სვანური“ ყველანაირად ცდილობს, რომ ყოველდღე ჯანსაღი და გემრიელი რძის პროდუქტები მივირთვათ. მათი წარმოებული ხაჭო გამოირჩევა გემოვანი და სასარგებლო თვისებებით. მისდამი ნდობას იწვევს ის, რომ კომპანია უკვე 20 წელია უცვლელად მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს აწარმოებს.

ხაჭოს მომზადების ტრადიცია

ხაჭო მზადდება რძის ფერმენტაციის გზით, ანუ როცა რძე ბუნებრივად იჭრება და იყოფა ორ ნაწილად – თხევად და შედედებულ მასად. ეს შედედებული ნაწილი კარგად იწურება და სუფთავდება. შედეგად ვიღებთ რბილ, ნაზ ხაჭოს, რომელიც თავისი სტრუქტურით და ნატურალური გემოთი გამოირჩევა.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაჭოს დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, კომპანია „სვანური“ ეყრდნობა ტრადიციულ მეთოდს და არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს – სწორედ ამიტომ ინარჩუნებს პროდუქტი ბუნებრივ გემოს და სასარგებლო თვისებებს.

რატომ არის ხაჭო სასარგებლო?

ხაჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვისაც სურს ბალანსირებულად იკვებოს, ნაკლები ცხიმი და მეტი ცილა მიიღოს. ხაჭო მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ელემენტით:

• ცილა – ხაჭო წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცილის წყაროს, რომელიც კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად და აღსადგენადაა აუცილებელი. ამიტომ სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის რეკომენდებული პროდუქტია.

• კალციუმი – როგორც ყველა რძის პროდუქტი, ხაჭოც შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლების, კბილების და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

• ფოსფორი და მაგნიუმი – ხაჭოში არსებული მინერალები აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისა და ნივთიერებათა ცვლისთვის.

• ვიტამინი B12 და რიბოფლავინი (B2) — B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის და სისხლის ფორმირების პროცესებში.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ხაჭო?

ხაჭოს შერჩევისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შემდეგს:

• შეფუთვა და ეტიკეტი – პროდუქტის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული ცხიმიანობა, წარმოების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები. აუცილებელია მწარმოებლის სახელისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებაც.

• შემადგენლობა – ნატურალური ხაჭო უნდა შეიცავდეს მხოლოდ რძეს და ლაქტური ბაქტერიების ფერმენტებს. მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს სახამებელს, კონსერვანტებს ან სხვა დამატებით ინგრედიენტებს.

• ტექსტურა და გემო – ხარისხიანი ხაჭო უნდა იყოს რბილი, ერთგვაროვანი, ოდნავ მჟავე გემოთი. არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად წყლიანი კონსისტენცია ან უსიამოვნო სუნი.

სად და როგორ გამოვიყენოთ ხაჭო ყოველდღიურ მენიუში?

ხაჭო უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკე კერძად, ასევე სხვადასხვა რეცეპტში. განსაკუთრებით პოპულარულია ხაჭო თაფლით ან ხილით, აგრეთვე ხაჭოთი მომზადებული სხვადასხვაგვარი დესერტი. ხაჭო გამოიყენება ხინკალსა და ხაჭაპურში, რაც ქართულ კულინარიაში კარგად დამკვიდრებული ტრადიციაა.

კომპანია „სვანური“ ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე – წარმოების ყოველი ეტაპი გამჭვირვალეა, ხოლო დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით მიმდინარეობს. ასე იქმნება ხაჭო, რომელიც უსაფრთხო და სასარგებლოა ყოველდღიური მოხმარებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ხაჭოს ყოველდღიურად მიღება დაგეხმარებათ, დააბალანსოთ თქვენი კვების რეჟიმი და დაიკმაყოფილოთ ორგანიზმის ძირითადი საჭიროებანი.