კატეგორიის გარეშე

რატომ უნდა იყოს მაწონი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში?

ჯანსაღი კვება სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, შესაბამისად, რძის ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ, თუ როგორ შევარჩიოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. კომპანია “სვანური”, რძის წარმოების 20-წლიანი გამოცდილებით, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის მაწონს.

მაწვნის კულტურა საქართველოში

მაწონი უძველესი დროიდან მზადდება საქართველოში და ქართული კულინარიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს მხოლოდ საკვები პროდუქტი როდია, ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობებს გადაეცემოდა. ქართველი დიასახლისები საუკუნეთა განმავლობაში მაწონს  სუფრისთვის და სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. მაწონი თითქმის ყველა ოჯახში მზადდებოდა და ეს ტრადიციული რიტუალი იყო. სოფლებში მაწონს ხშირად თიხის ქოთნებში ამზადებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ თიხა პროდუქტს უკეთ ინახავს და გემოსაც განსაკუთრებულს აძლევს. დიასახლისები ახლადმოწველილ, ჯერ კიდევ თბილ რძეს წურავდნენ, ასხამდნენ ჭურჭელში, ამატებდნენ წინა დღის მაწვნის მცირე რაოდენობას, შემოახვევდნენ სუფთა ქსოვილს და რამდენიმე საათით თბილ ადგილას ინახავდნენ.

მაწვნის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი მისი სისქე და გემოა, ის არც ძალიან მჟავე და არც წყალივით თხელი არ უნდა იყოს. “სვანურის“ მაწვნის იდეაც ზუსტად ის არის, რომ ჰქონდეს ისეთი გემო, რომელსაც სოფლად ქოთანში დაყენებული მაწვნისგან ველით.

რატომ არის მაწონი სასარგებლო?

მაწონი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით არის მდიდარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მაწონს პრობიოტიკების მაღალი შემცველობა აქვს, რაც ხელს უწყობს:

• საჭმლის მონელების გაუმჯობესებას: პრობიოტიკები აბალანსებს ნაწლავურ მიკროფლორას, შესაბამისად ამცირებს შებერილობას, შეკრულობას და საჭმლის მონელების სხვა პრობლემებს.

• იმუნური სისტემის გაძლიერებას: ძლიერი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ჯანსაღი ნაწლავები ასრულებს.

• ტოქსინების გამოდევნას: მაწონი ხელს უწყობს მავნე ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდას. 

პრობიოტიკების გარდა მაწონი შეიცავს:

• კალციუმს: აუცილებელია ძვლების და კბილების სიმტკიცისთვის.

• ცილებს: მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილის აღდგენისთვის.

• B ჯგუფის ვიტამინებს: ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

• ფოსფორს, კალიუმსა და D ვიტამინს: თითოეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმისთვის. 

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი მაწონი?

პროდუქტის არჩევისას შეფუთვაზე არსებულ ინფორმაციასა და პროდუქტის ვიზუალურ მახასიათებლებს უნდა დავაკვირდეთ. ხარისხიანი მაწონი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• მკაფიო ეტიკეტირება: ყოველთვის შეამოწმეთ შეფუთვაზე მოცემული ინფორმაცია. ეტიკეტზე ნათლად უნდა იყოს მითითებული პროდუქტის სრული დასახელება, ცხიმიანობა, წარმოების თარიღი და შენახვის ვადა, ასევე შენახვის პირობები. აუცილებელია, რომ მითითებული იყოს მწარმოებლის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, რაც კომპანიის სანდოობაზე მეტყველებს.

• მარტივი შემადგენლობა: ნამდვილი მაწონი არ საჭიროებს უამრავ დანამატს. მისი შემადგენლობა უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი: მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს, სახამებელს ან სხვა უსარგებლო ინგრედიენტებს. რაც უფრო მოკლეა შემადგენლობის სია, მით უკეთესია.

• ვიზუალური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები: მაღალი ხარისხის მაწონს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი, კრემისებრი კონსისტენცია და არ შეიცავდეს ზედმეტ სითხეს. მას სასიამოვნო სუნი, ოდნავ მომჟავო გემო უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი უცხო ან მძაფრი არომატის გარეშე.

კომპანია „სვანური“ ხარისხიან, მაღალი კვებითი ღირებულების მაწონს სთავზობს მომხმარებელს. საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად „სვანურის“ საწარმო აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე დანადგარებით. პროდუქტის წარმოებაში მაღალი დონის სპეციალისტები არიან ჩართულნი, რათა მომხმარებელს ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილი, უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მაწონი შესთავაზონ. 

გახსოვდეთ, მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და მისი სწორად შერჩევა თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.